გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ბრწყინვალედ ასრულებენ
27-04-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების რეფორმის დანერგვა წარმატებით ხორციელდება.

სხვა სიახლეებთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება კომპლექსური დავალებების მომზადებას, შესრულებასა და საგაკვეთილო პროცესში წარდგენას ექცევა.

ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მათ მიერ იგავ-არაკებზე შექმნილი კომპლექსური დავალებები დიდი წარმატებით წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მეოთხეკლასელების პედაგოგი ლალი ჩინჩალაძე გახლავთ.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203