მაღლაკის N2 საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ნერგები დარგეს
27-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს და სკოლის ეზოში მცენარეების ნერგები დარგეს. აქტივობაში როგორც მოსწავლეები ასევე, პედაგოგები მონაწილეობდნენ.
„დედამიწის დღე - ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. დედამიწა ხომ გულია სამყაროსი და დედის გული კი მუდამ ანათებს და გვათბობს სიყვარულით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს