ხირსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
27-04-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები და ნახატები შექმნეს.

„ეჰ, დედამიწას რომ შეეძლოს ლაპარაკი, ის ტკივილისაგან ხმამაღლა იკვნესებდა, დაავალდებულებდა ხალხს რომ პატიება ეთხოვათ მისთვის, ალბათ ასე ეტყოდა ხალხს ის - „დედინაცვალი კი არა დედა ვარ თქვენი, მე გასმევთ, გაჭმევთ და გათბობთ,რატომ მწვავთ, რატომ მაფეთქებთ? საუკუნეების განმავლობაში სიმშვიდეს ვნატრობ, იფიქრეთ ბავშვებზე,ისეთი ადვილია მათი დახოცვა, მაგრამ რთულია გაზრდა. ეჰ დედამიწას რომ შეეძლოს საუბარი ალბათ გვეტყოდა ასე: „გეყოფათ მტრობა, უკეთესი არ არის მშვიდობა? ბედმა თქვენ ჩემთან დაგაკავშირათ. არა ომს! მე მინდა მშვიდობა!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203