თბილისის N102 სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობის შესახებ ბუკლეტები დაამზადეს და გაავრცელეს
27-04-2022
თბილისის N102 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, ტოლერანტობაზე საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს. 

მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ბუკლეტებში გააერთიანეს. მოსწავლეებმა ტოლერანტობის მნიშვნელობასა და მსგავსი გარემოს აუცილებლობაზე ვრცლად ისაუბრეს. 

ბოლოს კი ბუკლეტები სკოლასა და თემში დაარიგეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„ბუკლეტებზე იმუშავეს შემდეგმა მოსწავლეებმა:
ა.ზუბაშვილი, ა.ნოდია, ა.ტაბატაძე, ე.გიუნაშვილი, ე.ლომჯარია, ი.ჩაჩანიძე, კ.კაპანაძე, ნ.გვაზავა, ნ.იორდანიშვილი, ნ.მიროტაძე, ს.დვალიშვილი, ქ.ხვინთელანი, ე.ჯალაღონია, მ.ფაციაშვილი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203