მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პრეზენტაციების შექმნისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ
27-04-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მიმდინარე სასწავლო წლის 15 აპრილს მოსწავლეებმა პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: „პირველი და მეორე მსოფლიო ომები მსოფლიოს უახლოესი წარსულიდან", „გარემოს დაცვის პრობლემები თანამედროვე სამყაროში" და „ალექსანდრე მაკედონელი“ გააკეთეს.
აღსანიშნავია, რომ აღსაზრდელები საინტერესო თემების მომზადებისა და წარდგენისათვის სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.