„დღეს პიცას აცხობს დირექტორი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ტრადიციული სააღდგომო საქველმოქმედო აქცია მოეწყო
27-04-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დირექტორის, მაია ნუცუბიძე - ქობულიას ინიციატივით ტრადიციული სააღდგომო საქველმოქმედო აქცია - „დღეს პიცას აცხობს დირექტორი“ განხორციელდა.

დირექტორმა, მაია ნუცუბიძე - ქობულიამ საკუთარი ხარჯებით, თავად გამოაცხო პიცა და მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს უმასპინძლა.

„სააღდგომო კეთილშობილური აქცია ჩვენს სკოლაში ყოველ წლიურია, შემოსული თანხით სააღდგომო ნობათები გავუმზადეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. სიკეთე გადამდებია, განსაკუთრებით უხარიათ ბავშვებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ მასწავლებლებთან ერთად ამ კეთილ საქმეში და ახარებენ თავიანთ  თანატოლებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203