ცხუნკურის N2 სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
27-04-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შემოქმედებითი აქტივობა მიეძღვნა. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წითლად შეღებეს კვერცხები და სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს.

ექსპოზიცია ხელოვნების პედაგოგების ნათია ურატაძის  ხელმძღვანელობით შეიქმნა.

პატარებმა სკოლაში ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203