მუხურის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსის მორიგი ეტაპი ჩატარდა
28-04-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი - „ყველაზე ჭკვიანის“ ტურის მორიგი ეტაპი გაიმართა.

საინტერესო, შემეცნებითი და პოზიტიური ტურის გამარჯვებული მოსწავლე სერტიფიკატით დაჯილდოვდა, ხოლო მონაწილეები მორიგი ეტაპისთვის მზადებას განაგრძობენ.

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მოსწავლეები ძალიან დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203