გაიცანით, ეკოდამცველები თბილისის N178 საჯარო სკოლიდან 
27-04-2022
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით პატარა, თუმცა საინტერესო აქტივობა განახორიელეს.

მეშვიდეკლასელებმა სკოლის ეზოში ხეებზე ჩიტებისთვის საკენკი და წყლის ბოთლები დაკიდეს. ასევე, გააკეთეს „დედამიწის დღის“ გვირგვინები, რომლითაც ხელი შეუწყვეს ცნობიერების ამაღლებას და თანასკოლელებს შეახსენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას და მის ბინადრებს.

აღსანიშნავია, რომ მე-7 კლასის ხელმძღვანელი თამარ ცანავა გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203