ზედაეწერის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს პროექტ-კონკურსი მიეძღვნა
28-04-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტ-კონკურსი ჩატარდა. 

ღონისძიებაში ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებმა დაამზადეს საკონკურსო ორენოვანი პლაკატები, ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული - მე-7 კლასის მოსწავლეთა ნამუშევარი. გამარჯვებულებს ჯილდო გადაეცათ. 

პროექტის ფარგლებში აგრეთვე დასუფთავდა სკოლის ეზო. ასევე მოსწავლეებმა მოხატეს სკოლის წინა სავალი გზა.

„გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ დედამიწას“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

აღსანიშნავია, რომ ზედაეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203