გომაროს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა
27-04-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ნინო ძირკვაძეს ორგანიზატორობით და სკოლის დირექტორის, თენგიზ გობაძეს მხარდაჭერით, შემეცნებითი ღონისძიება - „თუ რატომ და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას და არგაფრთხილების შემთხვევაში რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს“ ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილი დედამიწის დღეა. ეს დღე 1970 წლიდან აღინიშნება და მასში 176 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველო ამ ქვეყნების ჩამონათვალს 1990 წლიდან შეუერთდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203