ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
27-04-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ზუგდიდში, 14 აპრილს, „მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები 2022“ დაიწყო, რომელიც დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით „ძეგლი აგიგე… ანუ ანბანთქება“ გაიხსნა.

ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. მათ შორის ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ კვიციანი და ნინო მილდიანი მონაწილეობდნენ.

„მონაწილეებმა ქართული ასო-ბგერების სხვადასხვა მხატვრული სახე შეიმუშავეს და დედაენის თემაზე ორიგინალური ესკიზების გამოფენა მოაწყვეს. მათ შორის ჩვენი მოსწავლეების ნამუშევარი ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა (თავად შეაფასეთ)“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა, მოსწავლეებში ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, ქართული ენის სიყვარულს და ტრადიციების პატივისცემას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203