„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-8 კლასის მოსწავლეთა აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
27-04-2022
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ ჯანსაღი ცხოვრების წესს უდიდეს ყურადღებას აქცევენ და სწორედ ამ კუთხით პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა“ ტარდება.
ამჯერად, წამყვანმა პედაგოგმა, მარინა კაპანაძემ რუსულ ენაში, მე-8ბ კლასში გაკვეთილი თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ჩაატარა.
მოსწავლეებმა შეძლეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ლექსიკო-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება, მინი დიალოგების შედგენა, ტექსტი ინტერვიუ „მარია შარაპოვა“ წაკითხვა, გაგება და გააზრება; ასევე, დასკვნების გამოტანა, რამაც საშუალება მისცა ბავშვებს აღეწერათ შეთავაზებული ილუსტრაციები და წერილობითი რეკომენდაციები მიეცათ თანატოლებისა თუ უმცროსი მეგობრებისათვის.
მოსწავლეებმა შექმნეს ფოტოგამოფენა, რომელთა გამოყენებით საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება შეიძლება.
„ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა“ გაკვეთილს სკოლის ხარისხის ჯგუფი აკვირდებოდა. მასწავლებლის მიერ გაკვეთილისათვის შეჩეული იმპროვიზებული სწავლების ყველა სტრატეგია მიზნის შესაბამისი იყო. მოსწავლეები არგუმენტირებულად მსჯელობდნენ, აჯამებდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ.
„წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებელს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203