„დავეხმაროთ დედამიწას!“ ​- ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
27-04-2022
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში პროექტი - „დავეხმაროთ დედამიწას“ დასრულდა.

დედამიწის დღის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შემაჯამებელი აქტივობით დაგვირგვინდა.

მოსწავლეები შემდეგ აქტივობებში მონაწილეობდნენ:

  • „შევაგროვოთ მაკულატურა და გადავარჩინოთ თუნდაც ერთი ხის სიცოცხლე“;
  • „ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“;
  • „რას ეტყოდა დედამიწა ადამიანებს ლაპარაკი რომ შეეძლოს?!“;
  • „დავშაქროთ და ავაყვავოთ დედამიწა“.
პროექტის ფარგლებში ბუნებისმეტყველებასა და ხელოვნებაში ინტეგრირებული გაკვეთილები ტარდებოდა. აქტივობაში ხელოვნების პედაგოგ ნინო დოიჯაშვილი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტს ბუნებისმეტყველების და ბიოლოგიის პედაგოგები - ია მეტრეველი და დარეჯან ვაშაგაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203