კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცეს
27-04-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები წინასააღდგომოდ ტკბილეულით დასაჩუქრდნენ.
სოფლის გამგებელმა მოსწავლეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წინასწარ მიულოცა და ბავშვებს პასკები დაურიგა.
„კოჭბანის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ჩვენი სოფლის გამგებელს, ბატონ გოჩა მისრიაშვილს ჩვენი მოსწავლეებისთვის გახარებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მადლობის წერილში.