„გმირთა წესია ლმობიერება“ - ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა ქართული ლიტერატურის შთამბეჭდავი შემაჯამებელი გაკვეთილი
27-04-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე- 7 კლასში მშობლიური ლიტერატურის გაკვეთილი მთავარ საკითხს - „გმირთა წესია ლმობიერება“ მიეძღვნა. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი კი ცარო ჭელიძე გახლავთ.
შემაჯამებელ გაკვეთილზე მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ისტორიული პოემის „თორნიკე ერისთავი“ ძირითადი საკითხები გაიხსენეს, მათ შორის გამოიკვეთა - ომი და მშვიდობა
დამაჯერებლად წარმოჩინდა თორნიკე ერისთავის პატრიოტული სახე, სტრატეგიული ნიჭი, სარწმუნოებისადმი ერთგულება, ჰუმანურობა და მიმტევებლობა.
განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ისტორიულ წარსულზე, როცა ძლიერი და ერთიანი ქვეყანა დახმარების ხელს უწვდიდა სხვა სახელმწიფოებს.
მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარადგინეს პოემის ფინალური ნაწილი - კავკასიის ქედზე მიჯაჭვული ამირანის სიმბოლური სახის შესახებ.
მოძიებული ინფორმაციის მიზნობრივად გამოყენებით, ტექსტობრივი მასალის საფუძვლიანი ცოდნით და თანამედროვეობასთან კავშირით გარკვეული საფუძველი შეიქმნა აკადემიური დავალებისათვის „ომი და მშვიდობა“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203