ზემოსურების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
27-04-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, 21 აპრილს სკოლაში პედაგოგების: გიორგი ზამბახიძის, ნათია შიშმანიძისა და ნინო სიხარულიძის ორგანიზებით ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა.

მეშვიდე - მეთორმეტე კლასების მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს და სახალისო ცდა ჩაატარეს.

გამოვლენილ გამარჯვებულ გუნდს პრიზი გადაეცა, ხოლო გუნდური შეჯიბრის მონაწილეებს სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203