„წერილი დედამიწას“- საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში კონკურსი გაიმართა
27-04-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კონკურსი - „წერილი დედამიწას“ გაიმართა. 

მასში სკოლის მე-3-მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები მოამზადეს. 

 წარჩინებული მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციამ სიგელებით და წიგნებით დაასაჩუქრა.

„ჟიურის როლში მონაწილეობა მიიღო ბატონ როლანდ ხოჯანაშვილმა (მასწავლებელი, ჟურნალისტი, ბლოგერი, ინფლუენსერი და განათლების ექსპერტი). ნამუშევრები მრავალფეროვნებით და ემოციური დატვირთვით გამოირჩეოდნენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203