ჯიმითის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
27-04-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშნვას შეუერთდნენ. 

სკოლაში ეს თარიღი სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობით აღინიშნა. მოეწყო პოსტერებისა და ნახატების გამოფენა, მომზადდა ვიდეროგოლი, დაირგო ნარგავები და ყვავილები, დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებებში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ პედაგოგებიც.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203