„ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი“ - განძის N2 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
27-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს აქტივობა მიეძღვნა. 

მე-6, მე-7  მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელთან - ვანიკ თევანიანთან ერთად, კვერცხებზე ქართული ორნამენტები, დაფაზე ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის მიერ დახატული აღდგომის ნახატი შეასრულეს.

მათ სხვადასხვა სამხატვრო მასალა გამოიყენეს. აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„გარემო ლამაზი, ფერადი, მხიარული და ხალისიანი იყო. ღონისძიება ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო. უფლისადმი ბავშვების ლოცვა  გულწრფელი და გულმოდგინე ჩანდა. დარწმუნებული ვართ, რომ მათი ტუჩებიდან გამოთქმული ლოცვები შესრულდება და მსოფლიოში მშვიდობა იქნება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203