ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-8 კლასში თემაზე -„პროფესიები“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
27-04-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-8 კლასში თემაზე - „პროფესიები“ გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტის CTELL 2021-2022 ფარგლებში გაიმართა. 

მოსწავლეებმა პროფესიების შესახებ ტექსტი წაიკითხეს და იმსჯელეს. მიღებული ინფორმაცია შესაბამისი ენობრივი, ლექსიკური, გრამატიკული ერთეულების გამოყენებით Word-ის დოკუმენტში, ცხრილის სახით, განათავსეს.

გაკვეთილს თინათინ კუტივაძე ესწრებოდა.

„რიგით მეექვსე საჩვენებელი გაკვეთილი განხორციელდა ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტის CTELL 2021-2022 ფარგლებში, რაშიც აქტიურად არიან ჩართული ჩვენი სკოლის მასწავლებლები ნ. სიმონიშვილი, ლ.რობაქიძე, თ. გაჩეჩილაძე და აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მ. ვაჩიბერაძე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203