თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო
27-04-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4გ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: თეა კოვზირიძე) თბილისის ექსპერიმენტორიუმს ესტუმრნენ.
მუზეუმში მოსწავლეები გაეცნენ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და მათემატიკის 80-მდე ექსპონატს, ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია.
ბავშვებმა საკუთარი ყვირილის ძალა გამოსცადეს, დასხდნენ ლურსმნებიან სკამზე, დახატეს ქვიშაზე, ხელით დაიჭირეს ელვა, ასწიეს საკუთარი თავი და გამოსცადეს სხვა მრავალი ექსპონატი.
დასასრულს მათ მონაწილეობა მიიღეს ექსპერიმენტულ შოუში, თვითონ გახდნენ ცდების მონაწილეები და თავი ნამდვილ მეცნიერებად იგრძნეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს