სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფიზიკაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
27-04-2022
სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს დიდი ხალისითა და პასუხისმგებლობით ასრულებენ.
კომპლექსური დავალების შესრულების დროს მე-7 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, ნინო სტურუას დახმარებით შეძლეს მიღებული ცოდნის გააზრება, გაანალიზება და ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.
საგნობრივი ექსპერტი ირმა თოდიძე ფიზიკის გაკვეთილს, კომპლექსური დავალების განხორციელების დროს დაესწრო.
„იმისათვის, რომ მოსწავლემ მიიღოს ფუნდამენტური ცოდნა, მან უნდა სიღრმისეულად გაითავისოს სასწავლო მასალა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის დავალებები ყველა მოსწავლეს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას აძლევს და არის მოსწავლეზე ორიენტირებული“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203