„ჩვენ გვიყვარს დედამიწა“- ბუთურაულის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა
27-04-2022

იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში ხშირად ტარდება სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული ღონისძიებები.

სკოლაში პრიორიტეტულ თემებს შორის ერთ-ერთი გარემოს დაცვაა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი აქტივობები სისტემატიურად იმართება. 

ამჯერად, გეოგრაფიის მასწავლებლის, როინ დიასამიძის ხელმძღვანელობით VIII კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე, შექმნეს პლაკატი - „ჩვენ გვიყვარს დედამიწა“, უყურეს ვიდეორგოლებს. გარდა ამისა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს მარადმწვანე მცენარეები.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203