
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლებმა - ნათია აბულაძემ და სალომე ბალანჩივაძემ მოსწავლეებთან ერთად საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
22 აპრილს, საკლასო სივრცეში დედამიწის დღე აქტივობით - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ აღნიშნეს და ასევე, სააღდგომო აქსესუარები დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა პედაგოგების დახმარებით შეასრულეს.
„დღეს საზოგადოების ცნობიერების დონე მნიშვნელოვნადაა ამაღლებული და ის სტერეოტიპები, რომ შშმ ან სსსმ ბავშვი ვერ ისწავლის და ვერ მიაღწევს წარმატებებს აღარ არსებობს. ეს თვალსაზრისი რომ რეალობაა, აღსაზრდელებთან ერთად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს სამტრედიის N4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლებმა: ნათია აბულაძემ და სალომე ბალანჩივაძემ.
ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების აქტიურად ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად დიდი სითბოთი და სიყვარულით სპეცმასწავლებლები სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან ერთად ახორციელებენ.
სკოლის სპეცმასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი, ოჯახი და სკოლა ერთი ჯაჭვია. აუცილებელია ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია, რომ ერთმანეთისგან უკუკავშირები მივიღოთ, გავითვალისწინოთ ბავშვის შესაძლებლობები და ინტერესები, რაც აუცილებლად მოგვცემს საშუალებას მივიღოთ შედეგი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეომასალა: