
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით, მე-3ა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!“.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები.
მოსწავლეები ასევე მონაწილეობდნენ სკოლის ეზოს გამწვანების აქციაში. მათ მშობელთა აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით ხე დარგეს.
მე-3ა კლასის ხელმძღვანელი ც.ვარდოსანიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: