ახალქალაქის N1 სკოლის მოსწავლეებმა კუნძულოვანი ქვეყნებისა და მსოფლიოს 7 ახალი საოცრების შესახებ შთამბეჭდავი პრეზენტაციები მოამზადეს
27-04-2022
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასებში საინტერესო პროექტები მიმდინარეობდა.
პროექტები ქართული, როგორც მეორე ენის ფარგლებში გაიმართა.
მერვე კლასის მოსწავლეებმა კუნძულოვანი ქვეყნების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და პრეზენტაციები მოაწყვეს. ხოლო მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მსოფლიოს ახალი 7 საოცრების შესახებ ისაუბრეს.
მათ პრეზენტაციები საინტერესოდ მოამზადეს და ვიდეოკოლაჟები შექმნეს.
ისინი აქტივობაში დიდი ხალისით მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203