ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია ჩატარდა.
გარემოსდაცვითი ღონისძიება სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გამართეს.
დასუფთავდა სკოლა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი არკადიკ ფიდანიანი, სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი, პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლის ტექნიკური პერსონალი.
იხილეთ ფოტოები: