ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-04-2022
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა 1989 წლის 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სკოლის ეზოში, 9 აპრილის სტელასთან სანთლები დაანთეს, ყვავილებით მორთეს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების სტენდი.
„წაიკითხეს ლექსები და მადლობა უთხრეს უდანაშაულო, მოცეკვავე და მომღერალ გოგო-ბიჭებს, უფროსებს, თანატოლებს, სამშობლოსათვის დაღუპულ ქართველებს, რომელთა თავგანწირვამ მოგვიტანა ნანატრი თავისუფლება. იგივე ხდება უკრაინაშიც, ამიტომ ყველაზე მეტად ჩვენ გვესმის უკრაინელების - თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხისა, რადგან ჩვენ მათზე ადრე გავიარეთ ეს გზა: 9 აპრილი, სამაჩაბლო, აფხაზეთი, 2008 წლის ომი. გვჯერა, უკრაინა გაიმარჯვებს! რუსეთი ოკუპანტია! ღონისძიება საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ (აკაკი რუხაძე, მაია ფეიქრიშვილი და ირინა უგულავა) ჩაატარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203