„გავუწოდოთ დედამიწას დახმარების ხელი!“ - ხონის N2 სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს
27-04-2022

„გავუწოდოთ დედამიწას დახმარების ხელი!“ - ამ ლოზუნგით აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლის ეზოში, ღია სივრცეში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ასევე მოსწავლეებმა დარგეს ყვავილები, ნერგები და კირით შეათეთრეს ხეები. მოსწავლეები ასევე ლამაზი სიტყვებით მოეფერნენ დედამიწას და ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203