ჟდანოვის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს
27-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა დამრიგებლის, გრატა ჰაროსიანის ხელმძღვანელობით ამ უდიდეს დღესასწაულს საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს.

პატარა მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთულ კლასში მრავალფეროვანი აქტივობები -ცეკვები და საინტერესო პერფორმანსი წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203