
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. პედაგოგები ასევე უდიდეს ყურადღებას უთმობენ მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.
რა თქმა უნდა, სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი, როგორიც დედაენის დღეა. 14 აპრილს სკოლაში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ჩატარების ინიციატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ხუციშვილი გახლდათ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობა მიზნად ისახავდა მომავალი თაობებისათვის ქართული სახელმწიფო ენის სიმბოლური მნიშვნელობის შეხსენებას.
იხილეთ ფოტოები: