ჟდანოვის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
27-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს. სკოლაში სააღდგომო კვირამ აქტიურად ჩაიარა.
სკოლაში განხორციელებულ საზეიმო ღონისძიებებს შორის იყო მე-6 კლასის მოსწავლეების აქტივობები.
მეექვსელკლასელებმა დამრიგებლის ზარუჰი აკობიანის ხელმძღვანელობით აღდგომის დღესასწაული ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს - ბავშვებმა წარადგინეს საცეკვაო ნომრები და სააღდგომო სუფრაც გააწყეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.