ტყიბულის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება ჩაატარა.ღონისძიებებში I-IV კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- I აქტივობა: კალიგრაფიული კონკურსი, რის შედეგადაც გამოვლინდა საუკეთესო ნაშრომი (I კლასი);
- II აქტივობა: წაკითხული ტექსტის გააზრება თემაზე „რას გვასწავლის იაკობი“ (II კლასი);
- III აქტივობა: ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით სააზროვნო ბარათების გამოყენება (III კლასი);
- IV აქტივობა: მინი კონფერენცია თემაზე „საინტერესო ამბები იაკობის ცხოვრებიდან“ (IV კლასი).
მოსწავლეები ღონისძიებებში დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენებსა თუ თარიღებს აქტივობებს მუდამ უძღვნიან.
იხილეთ ფოტოები: