ჭიაურის საჯარო სკოლა დასუფთავების აქციაში ჩაერთო
26-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ექცევა.

ამჯერად, სკოლა დასუფთავების აქციაში ჩაერთო, რომლის ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფლის ცენტრალური გზის სანაპირო ზოლი, კლუბისა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა.

აღსანიშნავია, რომ აქციას სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით შეუერთდა, რადგან იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა გარემო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203