„ხელოვნების სამყაროში გაზაფხული მოვიდა“ - ფარცხანაყანევის N4 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა
26-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის IV კლასში აქტივობა თემაზე - „ხელოვნების სამყაროში გაზაფხული მოვიდა“ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი ფატიმა ჟორჟოლიანი გახლავთ.
„ბავშვებმა ძალიან ლამაზად გადმოგვცეს და გვესაუბრეს გაზაფხულის მშვენებასა და სიკეკლუცეზე. მათ თავიანთი შემოქმედება თვითნაკეთი ყვავილებისა და კალათების სახით წარმოაჩინეს, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს