კოჭბანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სააღდგომო ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის პირველ კლასში აღდგომის დღესასწაულს აქტივობა მიეძღვნა. მოსწავლეებმა სააღდგომო ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს და თემატური ნამუშევარი შექმნეს.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
„კოჭბანის საჯარო სკოლის პირველკლასელები გილოცავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: