„როგორ გადავარჩინოთ დედამიწა?“ - პატარა გარემოსდამცველები ალმატის საჯარო სკოლიდან
26-04-2022
ზურაბ ტურაშვილის სახელობის, ყვარლის მუნიციპალიტეტის, ალმატის საჯარო სკოლის დირექცია, პროფესიონალი პედაგოგების მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და პარალელურად, მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო ცნობიერების ამღალების მიმართულებით, არაერთ საინტერესო პროექტში. 

ალმატის საჯარო  სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ არაბულის ხელმძღვანელობით, განახორციელეს სოციალური პროექტი - „როგორ გადავარჩინოთ დედამიწა?“; ბავშვებმა საკუთრი ხელით შექმნეს პლაკატები და იზრუნეს გამწვანენაზეც - დარგეს ნერგები.

„ერთ  გაკვეთილზე მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწის  დღეს, 22 აპრილს,  ყველა ქვეყანა აღნიშნავს. გაიგეს 3R პრინციპის  შესახებ. უყურეს  ფილმს, შემდეგ კი გამოთქვეს  ვარაუდი, თუ  როგორ უნდა  გადავარჩინოთ  დედამიწა.

მოსწავლეებმა საკუთარი ვარაუდები წებოვან ფურცლებზე გადაიტანეს და ისინი გამზადებულ პლაკატზე  განათავსეს - „როგორ გადავარჩინოთ დედამიწა?“;  მეორე  გაკვეთილზე, მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, გამოჭრეს და გააფერადეს წინასწარ გამზადებული დედამიწის ნაწილები, რომლებიც შემდგომ ლურჯ ბურთზე დააკრეს და შექმნეს დედამიწის მოდელი. მათ ასევე შეღებეს პლასტმასის ბოთლისგან პედაგოგის მიერ დამზადებული  ყვავილის ქოთნები, რომლებშიც ჩარგეს ყვავილები. მუშაობაში ყველა  მოსწავლე  აქტიურად იყო  ჩართული. ამ გაკვეთილებმა მათ განუვითარა ჯგუფში მუშაობის, შემოქმედებითი უნარი, გაზარდა მათი ჩართულობა საგაკვეთილო  პროცესში.  ასეთი აქტივობებით მოსწავლეებმა ნათლად დაინახეს გარემოს დაბინძურების მიზეზები და შედეგები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203