„დედამიწის დღე არის ყოველდღე“- გაიცანით, ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოდამცველი მოსწავლეები
26-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვას უდიდესი ყურადღება ექცევა.
სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე სლოგანით - „დედამიწის დღე არის ყოველდღე“ აღნიშნეს, რადგან თითოეულმა მათგანმა იცის, რომ ბუნებას ყოველდღიური ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება.
ბავშვებმა თემატური პლაკატები შექმნეს და დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ.
სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს გათვითცნობიერებული აქვს, რომ ბუნების და ზოგადად, გარემოს დაცვა პრიორიტეტულ საკითხთა შორის არის.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები პედაგოგებისა და დირექციის ხელშეწყობით გარემოსდაცვით აქციებში ხშირად ერთვებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს