ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენას ღონისძიებით ხოტბა შეასხეს
26-04-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა 14 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს და ამ ძვირფას საგანძურს ბავშვებმა „ოცდაცამეტი გზის სხივოსანი იაკობი“ უწოდეს.

„ღონისძიებაზე მე-5, მე-6 და მე-7კლასის მოსწავლეებმა ბევრი თბილი სიტყვა წარმოთქვეს და უბერებელ, უკვდავ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ ძვირფასს, ღვთაებრივ ენას, ენას ქართულს კიდევ ერთხელ მოეფერნენ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203