გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდი საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
26-04-2022
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის ისტორიის პედაგოგმა, ნაირა აფციაურმა მერვეკლასელებს საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მეფის, ლაშა-გიორგის პერიოდი შეისწავლეს.
„მერვე კლასში შევისწავლეთ ლაშა-გიორგის პერიოდი. გავეცანით საკმაოდ საინტერესო წყაროებს. წყაროების დამუშავების შემდეგ გამოიკვეთა, რომ მემატიანეები მას განსხვავებულად აფასებენ, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი და დებატები გამოიწვია.
მოსწავლეებს გავაცანი დამატებითი მასალა. კლასი გაიყო ორ ჯგუფად: „თამარის ვაზირთა პარტია“ და „ლაშა გიორგის მომხრეთა პარტია“. ჯგუფებმა იმუშავეს წყაროებზე, ჩამოაყალიბეს არგუმენტები საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და კლასში მოაწყვეს საკმაოდ საინტერესო დებატები.
ასეთი მეთოდით მუშაობა მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას, სწავლობენ წყაროებზე მუშაობას, უვითარდებათ აზროვნებისა და კრიტიკის უნარი. სწავლობენ ლოგიკურ არგუმენტაციას და თან ახალისებთ მოსწავლეებს“, - აღნიშნულია პედაგოგის, ნაირა აფციაურის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203