ეშტიის N2 საჯარო სკოლაში STEM მიმართულებით საინტერესო გაკვეთილები ტარდება
26-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის ისტ-ის პედაგოგის ხელმძღვანელობით STEM-ის მიმართულებით გაკვეთილები ყოველთვის აქტიურად ტარდება და მასწავლებლის შეთავაზებულ აქტივობებში ბავშვები ხალისით ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას უდიდესი ყურადღება ექცევა და თითოეული პედაგოგის მოწოდებაა მოსწავლეებს რაც შეიძლება მეტი ცოდნა მისცენ აღნიშნული მიმართულებით.