შუქრუთის N1 სკოლაში პედაგოგ მარეხი მახათაძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
26-04-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის, მარეხი მახათაძის ხელმძღვანელობით დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა: მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და სპეციალური პლაკატები შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203