საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა: კალიგრაფიის კონკურსი (მონაწილეობა მიიღეს: I, II, III, IV, V, VI კლასის მოსწავლეებმა), ნახატების გამოფენა, ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით - „გავუფრთხილდეთ ქართულ ენას“ (IX, X, XI კლასი), რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და აქტიურად ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ კვირეული ზეიმით დასრულდა, პატარებმა დედაენაზე ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს