ნიგოითის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
26-04-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, V კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს, მეხუთეკლასელების პედაგოგი კი ლალი ჩაგანავა გახლავთ.

ბავშვებმა დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს, მათ შორის თემატური პლაკატები და ნამუშევრები შექმნეს. თითოეულ მოსწავლეს გააზრებული აქვს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის დღის აღნიშვნა.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203