დიდი დმანისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაციები და გამოფენა გაიმართა
26-04-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

აქტივობაში მე-6 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის მასწავლებლის ლალი ოგნაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

მანამდე კი მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

აქტივობაში მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. 

მოეწყო თემატური ნამუშევრების გამოფენაც.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203