წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, ვიქტორინა და კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
26-04-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მე-6 კლასში ვიქტორინა-კონკურსი „ჩვენი ენა ქართული“ გაიმართა. მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა წარმატებით გამოამჟღავნეს. გამარჯვებულ სამ მოსწავლეს დავით კუხალაშვილს, ელენე ცაავას და გიორგი სილაგაძეს სკოლის დირექტორის მ/შ მაია ნუცუბიძე- ქობულიამ სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. 

გარდა ამისა, კალიგრაფიის კონკურსიც გაიმართა და მაია ნუცუბიძე-ქობულიამ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. 

სკოლა გაწეული სამუშაოსთვის ქართული ენის მასწავლებელს ქეთევან სვანიძეს მადლობას უხდის.


აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203