ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია გულდასმით დაასუფთავეს.
აქციაში მოსწვალეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობას კარგად აცნიბიერებენ. მათ დედამიწის დღის შესახებაც ვრცლად ისაუბრეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
ეზოს დასუფთავების მიზანი ცნობიერების ამაღლება იყო.
იხილეთ ფოტოები: