გაიცანით, გარემოსდამცველი მოსწავლეები ტყიბულის N4 საჯარო სკოლიდან
26-04-2022
ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან, ამჯერად დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
მოეწყო გამწვანების და დასუფთავების აქციები, საინფორმაციო შეხვედრები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუარონ დედამიწას და მისი რესურსები დაზოგონ.
აღნიშნულ თემაზე შეიქმნა ნახატები და პლაკატი, დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები, რომლებიც მოსახლეობაში გავრცელდა. მომზადდა პრეზენტაციები ეკოლოგიაზე, ენერგო და ბიო რესურსებზე, ასევე, მათ რაციონალურად გამოყენებაზე.