„ჩვენ გვიყვარს, ვზრუნავთ და ვუფრთხილდებით გარემოს“ - გუბის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დაცვის სადარაჯოზე
26-04-2022
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგ დალი კინწურაშვილის ხელმძღვანელობით, ლამაზი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბუნებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, წარმოგვიდგინეს საკუთარი ხელით დამზადებული პოსტერები და სხვადასხვა თემატური ნაკეთობები.
„ჩვენ გვიყვარს, ვზრუნავთ და ვუფრთხილდებით გარემოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203